ტურის პროგრამა:

1 დღე: თბილისი-ჩარგალი-კორშა-შატილი

   გასვლა თბილისიდან ჩარგლის მიმართულებით. ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის მონახულება. ხევსურეთის ეთნოგრაფიული მუზეუმის დათვალიერება პატარა სოფელ კორშაში.

ისტორიულ ციხე-ქალაქ შატილში ჩასვლა, საოჯახო სასტუმროში დაბინავება და ვახშამი საღამოს შატილის ხედების ფონზე.

 ტურის პროგრამა:

2 დღე: შატილი-მუცო-მთა ხიდოტანი

   დილის საუზმე. შატილის დათვალიერება, ანატორის აკლდამების ნახვა. მთაზე შეფენილი შთამბეჭდავი ციხექალაქის, მუცოს მონახულება და მთა ხიდოტანზე დაბინავება კარვებით.

 ტურის პროგრამა:

3 დღე: მთა ხიდოტანი-აწუნთის უღელტეხილი-ომალო

   დილის საუზმე. გასვლა მუცოდან აწუნთის უღელტეხილის  ულამაზესი ალპური ლანდშაფტის გავლით, ისტორიული სოფლების გირევის, დართლოს და ომალოს მიმართულებით. სოფელ ომალოში კემპის მოწყობა, დაბინავება და ვახშამი.

 ტურის პროგრამა:

4 დღე: ომალო-თუში მეცხვარეები

   დილის საუზმის შემდეგ კემპიდან გასვლა და თუშეთის მიმართულებით ულამაზეს მინდვრებზე გასეირნება. გზად დავინახავთ მთის ნაკადულებს, რომლებიც ხეობებში ვერცხლისფერ ზოლებად ჩაედინებიან, ფერდობებზე ჯგუფ-ჯგუფად შევნიშნავთ მთის ფიჭვებს რომლებიც ჰაერს არაჩვეულებრივ არომატს სძენენ. ამ ჰარმონიულ ბუნებაში თუშ მეცხვარეებთან ერთად დაბანაკება და სადილი. საღამოს ცეცხლის ირგვლივ მოგვეცემა საშუალება ვესაუბროთ თუშ მეცხვარეებს, რომლებიც გაგვიზიარებენ თუშურ საიდუმლოებებს და უფრო ღრმად გაგვაცნობენ თუშურ კულტურას.

ტურის პროგრამა:

5 დღე: თუში მეცხვარეები-გირევი-ფარსმა-ჭეშო

   დილით საუზმე, გასვლა ბანაკიდან ისტორიული თუშური სოფლების დასათვალიერებლად. ულამაზესი სოფლების, გირევის, ფარსმას და ჭეშოს მონახულება. საღამოს ჭეშოში საოჯახო სასტუმროში დაბინავება და სადილი.

ტურის პროგრამა:

6 დღე: ჭეშო-დანო-კვავლო-დართლო-ომალო

   დილით გასვლა ჭეშოს საოჯახო სასტუმროდან სოფელი დანოს მიმართულებით, სოფელი დართლო (რომელიც იუნესკოს ძეგლების სიაშია) და სოფელი ომალო. ომალოში საოჯახო სასტუმროში დაბინავება და სადილი.

ტურის პროგრამა:

7 დღე: ომალო-ალავერდი-შუამთა-თბილისი

   ომალოდან გასვლა ალავერდის მიმართულებით. ტაძრის მოლოცვის შემდეგ შუამთის ძველი და ახლი მონასტრების მონახულება. დაბრუნება თბილისში.

ტურის ხანგრძლივობა: 7 დღე

ტურში შედის:

  • ტრანსპორტირება (მიცუბიში დელიკას ჯიპით )
  • სასტუმრო
  • საველე აღჭურვილობა
  • ორჯერადი კვება
  • გიდის მომსახურება
  • მუზეუმები
  • სამედიცინო დაზღვევა

ტურში არ შედის:

  • დამატებითი ექსკურსიები (ცხენებით და კვადროციკლით) სავარაუდო ფასი 20 ლ

Comments

comments

This post is also available in: ინგლისური, რუსული