გეოგრაფიულად ტური მოიცავს შიდა ქართლის რეგიონს. ტურის განმავლობაში ჩვენ ვეწვევით და დავათვალიერებთ ქალაქ გორში არსებულ იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმს და ქვაში ნაკვეთ უნიკალურ ქალაქ-კომპლექს უფლისციხეს, რომელიც თარიღდება ძვ. წ. ა. VI-IV საუკუნეებით. სურვილისამებრ, ტურის განვმავლობაში ჩვენ ასევე შეგვეძლება ვისადილოთ  ქალაქ გორში არსებულ რესტორანში და დავაგემოვნოთ ქართული ტრადიციული კერძები. ტური იდეალურია აქტიურად დასვენებისა და განტვირთვისათვის.

პროგრამა:

დილის საათებში გავემგზავრებით ქალაქ გორის მიმართულებით. დაახლოვებით საათნახევარში ჩავალთ ქალაქ გორში, სადაც დავათვალიერებთ იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმსა და მასთან არსებულ სხვა დამატებით ღირსშესანიშნაობებს;

მუზეუმის დათვალიერების შემდგომ გავმართავთ სადილს;

სადილისა და მცირე დასვენების დამთავრებისთანავე ვიწყებთ ტურის მეორე ნაწილს, რომლის დროსაც ვეწვევით კომპლექს უფლისციხეს და დავათვალიერებთ მას;

ტურის ხანგრძლივობა: 1 დღე

ტურისტების რაოდენობა: 6

 

ტურში შედის:

  • ტრანსპორტირება (მიცუბიში დელიკას ჯიპით )
  • ლანჩბოქსი
  • გიდის მომსახურება
  • მუზეუმები
  • სამედიცინო დაზღვევა

შენიშვნები:

  • ტურის ღირებულება შესაძლებელია განისაზღვროს 6-ზე ნაკლებ ან მეტ ადამიანზეც.

Comments

comments

This post is also available in: ინგლისური, რუსული