გეოგრაფიულად ტური მოიცავს შიდა კახეთის რეგიონს. ტურის განმავლობაში ჩვენ ვეწვევით და დავათვალიერებთ ქალაქ თელავს, საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქს. ახლანდელი თელავის ტერიტორიაზე პირველი დასახლება გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა, მას შემდეგ მრავალ ქარ-ცეცხლ გამოვლილი ძველი ქართული ისტორიის ცოცხალი მემატიანეა. სადაც შეგვეძლება მოვინახულოთ შემდეგი ადგილები: ძველი შუამთა, ახალი შუამთა, იყალთო, ალავერდი, ნეკრესი, გრემი, წინანდალი და მრავალი სხვა საინტერესო ადგილი. სურვილისამებრ, ტურის განვმავლობაში ჩვენ ასევე შეგვეძლება ვისადილოთ  ქალაქ თელავში არსებულ რესტორანში და დავაგემოვნოთ ქართული ტრადიციული კერძები. ტური იდეალურია აქტიურად დასვენებისა და განტვირთვისათვის.

პროგრამა:

დილის საათებში გავემგზავრებით კახეთის მიმართულებით. დაახლოვებით ორ საათში ჩავალთ თელავში, სადაც დავათვალიერებთ ქალაქში არსებულ ღირსშესანიშნაობებს;

მუზეუმებისა და მონასტრების დათვალიერების შემდგომ გავმართავთ სადილს;

სადილისა და მცირე დასვენების დამთავრებისთანავე ვიწყებთ ტურის მეორე ნაწილს, რომლის დროსაც ვეწვევით გრემს და დავათვალიერებთ მას;

ტურის ხანგრძლივობა: 1 დღე

ტურისტების რაოდენობა: 6

 

ტურში შედის:

  • ტრანსპორტირება (მიცუბიში დელიკას ჯიპით )
  • ლანჩბოქსი
  • გიდის მომსახურება
  • მუზეუმები
  • სამედიცინო დაზღვევა

შენიშვნები:

  • ტურის ღირებულება შესაძლებელია განისაზღვროს 6-ზე ნაკლებ ან მეტ ადამიანზეც.

 

 

 

Comments

comments

This post is also available in: ინგლისური, რუსული