გეოგრაფიულად ტური მოიცავს შიდა კახეთის რეგიონს. ტურის განმავლობაში ჩვენ ვეწვევით და დავათვალიერებთ ქალაქ სიღნაღს, საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქს. სიღნაღი, როგორც ქალაქი ჩამოყალიბდა XVIII ს-ის  მიწურულს ერეკლე II მიერ აგებული ციხის ტერიტორიაზე და მის გარშემო. სიღნაღი ჩამოყალიბდა ძირითადად როგორც ხელოსანთა და ვაჭართა ქალაქი. სიღნაღი ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში. XXს-ში იგი მხატვართა, არტისტთა და მწერალთა საყვარელ ადგილს წარმოადგენდა. ვეწვევით და დავათვალიერებთ ბოდბის მონასტერს-თანამედროვე საქართველოს საეკლესიო ცხოვრებაში ბოდბის წმ. ნინოს სახელობის სამონასტრო კომპლექსს, რომელიც კახეთის საეპისკოპოსო ცენტრს წარმოადგენს და ქალაქ სიღნაღიდან 2 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, განსაკუთრებული და გამორჩეული ადგილი უკავია. იგი მრავალჯერ იქნა შეკეთებული და რესტავრირებული. XVII-XVIII საუკუნეებში ბოდბის მონასტერი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო კერა იყო.

პროგრამა:

დილის საათებში გავემგზავრებით კახეთის მიმართულებით. დაახლოვებით საათნახევარში ჩავალთ სიღნარში, სადაც დავათვალიერებთ ქალაქში არსებულ ღირსშესანიშნაობებს;

მუზეუმის დათვალიერების შემდგომ გავმართავთ სადილს;

სადილისა და მცირე დასვენების დამთავრებისთანავე ვიწყებთ ტურის მეორე ნაწილს, რომლის დროსაც ვეწვევით ბოდბის მონასტერს და დავათვალიერებთ მას;

ტურის ხანგრძლივობა: 1 დღე

ტურისტების რაოდენობა: 6

 

ტურში შედის:

  • ტრანსპორტირება (მიცუბიში დელიკას ჯიპით )
  • ლანჩბოქსი
  • გიდის მომსახურება
  • მუზეუმები
  • სამედიცინო დაზღვევა

შენიშვნები:

  • ტურის ღირებულება შესაძლებელია განისაზღვროს 6-ზე ნაკლებ ან მეტ ადამიანზეც.

 

 

 

Comments

comments

This post is also available in: ინგლისური, რუსული