გეოგრაფიულად ტური მოიცავს იმერეთის რეგიონს. ტურის განმავლობაში ჩვენ ვეწვევით და დავათვალიერებთ ქალაქებს ქუთაისსა და წყალტუბოს. ქუთაისი-საპარლამენტო ქალაქი, სიდიდის მიხედვით მეორეა საქართველოში.  არგონავტების ლეგენდის მიხედვით, ქუთაისი ის ადგილია, სადაც იაზონმა ოქროს საწმისი და მედია მოსტაცა კოლხებს. ტურის განმავლობაში ჩვენ ვეწვევით და დავათვალიერებთ ქალაქ ქუთაისში არსებულ უძველეს ისტორიულ ძეგლებს, ტაძრებს და მონასტრებს. ასევე ვეწვევით წყალტუბოს კურორტს. სურვილისამებრ შეგვეძლება ვისადილოთ  შემოგარენში არსებულ რესტორანებში და დავაგემოვნოთ ქართული ტრადიციული კერძები. ტური იდეალურია აქტიურად დასვენებისა და განტვირთვისათვის.

პროგრამა:

1 დღე

დილის საათებში გავემგზავრებით იმერეთის მიმართულებით. დაახლოვებით ოთხ საათში ჩავალთ ქუთაისში, სადაც დავათვალიერებთ ქალაქში არსებულ ღირსშესანიშნაობებს, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია გელათის სამონასტრო კომპლექსი (12-ე საუკუნე) და მოწამეთა მონასტერი (8-11-ე საუკუნეები)

მუზეუმებისა და მონასტრების დათვალიერების შემდგომ გავმართავთ სადილს; ღამისთევა ქუთაისის სასტუმროში.

2 დღე

დილის საუზმის შემდეგ ვიწყებთ ტურის მეორე ნაწილს. გავემგზავრებით სენაკის მიმართულებით ვეწვევით სათაფლიის კასტრულ მღვიმეებს და ვისადილებთ. სადილის შემდეგ დაბრუნება თბილისში

ტურის ხანგრძლივობა: 2 დღე

ტურისტების რაოდენობა: 6

 

ტურში შედის:

  • ტრანსპორტირება (მიცუბიში დელიკას ჯიპით )
  • ლანჩბოქსი
  • გიდის მომსახურება
  • მუზეუმები
  • სამედიცინო დაზღვევა

შენიშვნები:

  • ტურის ღირებულება შესაძლებელია განისაზღვროს 6-ზე ნაკლებ ან მეტ ადამიანზეც.

 

 

 

 

 

 

Comments

comments

This post is also available in: ინგლისური, რუსული