ტურის პროგრამა:

1 დღე: თბილისი-მცხეთა-ჩარგალი-შატილი

   დილით თბილისიდან გასვლა საქართველოს ძველი დედაქალაქის მცხეთის მოსანახულებლად. სითი ტური ძველ მცხეთაში. იუნესკოს ძეგლების სიაში მყოფი სვეტიცხოვლის (მეთერთმეტე საუკუნე) და ჯვრის მონასტრის (მეექვსე საუკუნე) მოლოცვის შემდეგ, გასვლა ჩარგლის მიმართულებით გამოჩვენილი ქართველი პოეტის ვაჟა-ფშაველას სახლმუზეუმის დასათვალიერებლად.  საღამოს ასვლა შატილში, საოჯახო სასტუმროში დაბინავება და სადილი ღამის შატილის ხედების ფონზე.

ტურის პროგრამა:

2 დღე: შატილი-ანატორის აკლდამები-მუცო-არდოტი-თბილისი

   დილის საუზმე და ხევსურეთის ისტორიულ ციხე-ქალაქ შატილის მიმართულებით გასვლა. შატილი მდებარეობს არღუნის ხეობაში 1400 მეტრზე ზღვის დონიდან. სოფელი არის უნიკალური კომპლექსი შუასაუკუნეებიდან  და მეთვრამეტე საუკუნეებამდე აგებული ციხეებისა და საცხოვრებელი სახლებისა. რომლებიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ საზღვრებს მედგრად დარაჯობდნენ. სოფელი შედგება დაახლოვებით სამოცამდე ბანოვანი საცხოვრებელი სახლისა და კოშკისაგან, რომლებიც ერთიანობაში ქმნიან ციხესიმაგრისებრ უწყვეტ ჯაჭვს. შატილის დათვალიერების შემდეგ, ხევსურეთის მეორე უმშვენიერესი ისტორიული ციხე-ქალაქის, მუცოს მონახულება, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული საზღვრისდამცავი ციხესიმაგრე იყო. ეს ციხესიმაგრე მდებარეობს მდინარე არდოტისწყლის ხეობაში 1880 მ-ის სიმაღლეზე ზღვის დონიდან. მუცო აგებულია კლდის ვერტიკალურ კალთაზე. ამ სოფელში შეხვდებით 30 მეტრამდე სიმაღლის შუასაუკუნეების საოჯახო საცხოვრებლებს, 4 სამხედრო ციხესიმაგრეს და უამრავ უძველეს ნანგრევს. ციხე-ქალაქის დათვალიერების შემდეგ, ლანჩი მდინარის პირას.  საღამოს დაბრუნება თბილისში.

ტურის ხანგრძლივობა: 2 დღე

ტურში შედის:

  • ტრანსპორტირება (მიცუბიში დელიკას ჯიპით )
  • სასტუმრო
  • ორჯერადი კვება
  • გიდის მომსახურება
  • მუზეუმები
  • სამედიცინო დაზღვევა

ტურში არ შედის:

  • დამატებითი ექსკურსიები (ცხენებით და კვადროციკლით) 20 ლ

 

Comments

comments

This post is also available in: ინგლისური, რუსული